ეპიკ დეველოპმენტი ერთ-ერთი გამორჩეული დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2007 წელს.ამ დროიდან კომპანიამ დეველოპერული მიმართულების განვითარება დაიწყო. დღეს, ჩვენი კომპანია ითვლის 12 დასრულებულ პროექტს და რამოდენიმე მიმდინარე მშენებლობას თბილისში. ჩვენ გთავაზობთ საცხოვრებელ სახლებს, მორგებულს ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების ადამიანისათვის. თუ თქვენ გსურთ გქონდეთ ლამაზი , კომფორტული და ინფრასტრუქტურულად გამართული სახლი ,ჩვენი გუნდი ქმნის მას თქვენთვის. ჩვენი სამშენებლო ექსპერტების გუნდი მუდმივად ზრუნავს, რომ შეარჩიოს საუკეთესო ხარისხის სამშენებლო მასალები, აკონტროლონ მშენებლობის მიმდინარეობა და შეგიქმნან უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოება. ჩვენთან ყველა მშენებლობა ხორციელდება თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური და უმაღლესი ხარისხის მასალებით. ჩვენი ყველა სამშენებლო პროექტი სრულად დაფინანსებულია საბანკო ინვესტიციებით, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა პროექტი ბარდება დაგეგმილ ვადებში.
ჩვენს შესახებ
ვითიბი ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ მოწინავე საერთაშორისო საფინანსო ჯგუფს. ვითიბი ჯგუფში შემავალი კომპანიები კლიენტებს სთავაზობენ საფინანსო მომსახურების ფართო დიაპაზონს და საბანკო პროდუქტებს მსოფლიოს სამი ნაწილის ( ევროპა, აზია და აფრიკა) 20 ქვეყანაში. ვითიბი ჯგუფში შედის ღსს ვითიბი ბანკი ( შემდგომ - ვითიბი ან ბანკი ),საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები, რომელთა საწესდებო კაპიტალში ბანკის წილობრივი მონაწილეობა შეადგენს ხმის მიცემის პროცესში მონაწილე აქციების/ წილის საერთო რაოდენობის 50% -ზე მეტს და რომლებიც ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციის მიხედვით წარმოადგენენ საკრედიტო ორგანიზაციებს (რომლებიც ახორციელებენ საბანკო ოპერაციებს) ან საფინანსო ორგანიზაციებს (რომლებიც არ წარმოადგენენ საკრედიტო ორგანიზაციებს და ეწევიან ფინანსური სახის მომსახურებას)